ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რაც ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ
ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რაც ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას ახორციელებს ხარკოვის მახლობლად, ასევე პოზიციებს ინარჩუნებს მიკოლაივში, კიევში, ჩერნიგოვში, სუმსა და დონბასში.
„რუსეთის არმიამ ვერ მიაღწია დაგეგმილ საზღვრებს. მაგრამ მიაღწია თითქმის 10 000 მოკლულ რუს ჯარისკაცს. 10 000 – ეს საშინელებაა. ბიჭები 18, 20 წლის. ძალიან ახალგაზრდა, თითქმის ბავშვები. ჯარისკაცები, რომლებმაც ვერც კი ახსნეს, რატომ აპირებენ ბრძოლას. რისთვის და რატომ არიან ისინი უცხო მიწაზე. 10 000. რუსეთს ამ ხალხისთვის სიკვდილის გარდა სხვა რამის შეთავაზება შეეძლო“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, ვისაც შეუძლია ქალაქების დაცვა, დარჩნენ და დაიცვან თავისი ტერიტორიები.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, ვუთხრათ ჩვენს ხალხს, დაბრუნდით, დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა მეგობარი ქვეყნიდან; დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არსებობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.