ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტები შინაგანად მზად არიან დამარცხებისთვის
ოკუპანტები შინაგანად მზად არიან დამარცხებისთვის, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას გააკეთა.
„ოკუპანტები შინაგანად მზად არიან დამარცხებისთვის. მათ უკვე წააგეს ეს ომი თავიანთ გონებაში. ჩვენ მათზე ყოველდღე უნდა მოვახდინოთ ზეწოლა, რათა ეს დამარცხების გრძნობა გაქცევაში, შეცდომებსა და დამარცხებაში გადაიზარდოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის მებრძოლ ჯარისკაცებს და დაჰპირდა მეტი იარაღის მიწოდებას.
„მადლობა ყველას, ვინც, ყველანაირი სირთულის მიუხედავად, ჩვენს მიწას უკრაინას უბრუნებს. ჩვენ ვემზადებით, რომ თქვენ, მებრძოლებს, კიდევ უფრო მეტი იარაღი მოგაწოდოთ, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მოგცეთ აგრესორის დამარცხებისა და მშვიდობის აღდგენისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.