ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო-ს კარი მართლაც რომ ღია იყოს, უკრაინას არ მოუწევდა 20 დღის დახარჯვა ალიანსის დარწმუნებაში, დახუროს უკრაინის ცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო-ს კარი მართლაც რომ ღია იყოს, უკრაინას არ მოუწევდა 20 დღის დახარჯვა ალიანსის დარწმუნებაში, დახუროს უკრაინის ცა

თითოეული რუსული რაკეტა, რომელიც ჩვენს მიწას ხვდება, არის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ღია ნატო-ს კარი, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ნატო-ს კარი მართლაც რომ ღია იყოს, უკრაინას არ მოუწევდა 20 დღის დახარჯვა ალიანსის დარწმუნებაში, დახუროს უკრაინის ცა.

„თითოეული იმ 800 რუსული რაკეტიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოხვდა, არის პასუხი კითხვაზე, ძველ კითხვაზე – არის კი ალიანსის კარი მართლაც ღია უკრაინისთვის. ეს კარი ღია რომ ყოფილიყო, ეს რომ სამართლიანი ყოფილიყო, ჩვენ არ მოგვიწევდა 20 დღის დახარჯვა ალიანსის დარწმუნებაში, რომ უკრაინის ცის დახურვა აუცილებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს რუსეთის თვითგანადგურებას.

„ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლისთვის. ვიბრძვით სიცოცხლისთვის რაკეტების, ავიაბომბების, არტილერიის, ტანკების, ნაღმმტყორცნების წინააღმდეგ, ყველაფრის დანარჩენის წინააღმდეგ, რასაც რუსეთის ჯარი ჩვენს გასანადგურებლად იყენებს, რითაც რუსეთი ახლა ანგრევს საკუთარ თავსაც. რადგან თითოეული გასროლა და დარტყმა უკრაინაზე, არის ნაბიჯი რუსეთის თვითგანადგურებისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.