ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს უკრაინელების მსგავსი სიმამაცის ათი პროცენტი მაინც რომ ჰქონდეს, საერთაშორისო სამართალს საფრთხე არ დაემუქრებოდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს უკრაინელების მსგავსი სიმამაცის ათი პროცენტი მაინც რომ ჰქონდეს, საერთაშორისო სამართალს საფრთხე არ დაემუქრებოდა

მსოფლიოს უკრაინელების მსგავსი სიმამაცის ათი პროცენტი მაინც რომ ჰქონდეს, საერთაშორისო სამართალს საფრთხე არ დაემუქრებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის 43-ე დღის შეჯამებისას განაცხადა.

„მთელ მსოფლიოში ყველას იმ სიმამაცის 10%-ი მაინც რომ ჰქონდეს, საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ შეექმნებოდა საფრთხე. საფრთხე არ შეექმნებოდა ერების თავისუფლებას. უნდა გავავრცელოთ ჩვენი სიმამაცე. უნდა დავიწყოთ გლობალური კამპანია”,- განაცხადა ზელენსკიმ

მან ასევე ისაუბრა უკრაინის საჭიროებებზე და თქვა, რომ კიევს სჭირდება უფრო თამამი სანქციები უკრაინის წინააღმდეგ და მეტი იარაღი.

„პირველ რიგში, უკრაინას სჭირდება შეიარაღება, რაც საშუალებას მოგვცემს გამარჯვებას მივაღწიოთ ბრძოლის ველზე. ეს იქნება ყველაზე ძლიერი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ”,- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დღეს რუსი სამხედროები ადამიანების უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენენ. მისივე თქმით, რუსი პროპაგანდისტები მარიუპოლში ამზადებენ პროვოკაციას და მათ მიერ მოკლული მოქალაქეების დაღუპვაში უკრაინელი ჯარისკაცების დადანაშაულებას აპირებენ.

„ყველა მკვლელობა იქნება გამოძიებული. ყველა ჯალათს ვიპოვით. ყველა, ვინც აუპატიურებდა და მაროდიორობდა, გამოვლინდება. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით“, – განაცხადა ზელენსკიმ.