ვოლოდიმირ ზელენსკი - მრავალი წელია, გვესმის ნატო-ს ღია კარის შესახებ, მაგრამ ისიც გავიგეთ, რომ ამ კარში ვერ შევდივართ
მრავალი წელია, გვესმის ნატო-ს ღია კარის შესახებ, მაგრამ ისიც გავიგეთ, რომ ამ კარში ვერ შევდივართ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად უკრაინის მოსახლეობა ეყრდნობა არა ნატო-ს, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას.
ამასთან, ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებმა უნდა იფიქრონ თავიანთ „დამოუკიდებელ თავდაცვის შესაძლებლობებზე“ ნატო-ს გარეთ.