ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვუწოდე ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრაში მონაწილეობენ, რომ გვერდით დაუდგნენ უკრაინას და შეაჩერონ აგრესორი
მოვუწოდე ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრაში მონაწილეობენ, რომ გვერდით დაუდგნენ უკრაინას და შეაჩერონ აგრესორი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ევროპის ბედი უკრაინაში წყდება.
„პუტინს თუ ახლა არ მოუწევს პენსიაზე წასვლა, ის უფრო შორს წავა. ძლიერი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა დაწესდეს დაუყონებლიც, სვიფტიდან გათიშვა, ემბარგოს დაწესება ნავთობითა და გაზით ვაჭრობაზე, უკრაინის არმიის დახმარება იარაღი და საბრძოლო მასალებით. ჩვენი ხალხი იღუპება უკრაინის და ევროპის თავისუფლებისთვის . ჩვენ ღია კართან დიდი ხანი ვიდექით. ჩვენ ვითხოვდით ნატო-ს წევრობას – პასუხები არ მოგვისმენია. ახლა გვჭირდება საერთაშორისო კანონიერი უსაფრთხოების გარანტიები, მკაფიო ევროპული პერსპექტივა, სწრაფი და კონკრეტული ქმედებები“, – წერს ზელენსკი.