ვოლოდიმირ ზელენსკი - მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის პოზიციები უფრო რეალისტური გახდა, მაგრამ კიდევ საჭიროა ძალისხმევა და მოთმენა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრებზე, მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან უფრო რეალისტური მოთხოვნები ისმის.
მისი თქმით, იმისათვის, რომ უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას ეკუთვნის, საჭიროა ძალისხმევა და მოთმენა.
„ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა და გამარჯვება რაც შეიძლება სწრაფად. ყოველთვის არის ასეთი განცდა, რომ სულ ცოტაც და მივიღებთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ საჭიროა ძალისხმევა, მოთმინება. კიდევ უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშავოთ, ყველამ თავის ადგილზე. ეს მნიშვნელოვანია. მძიმეა, მაგრამ მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ყველა ომი სრულდება შეთანხმებით, შეხვედრები გრძელდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.