ვოლოდიმირ ზელენსკი - მივიღეთ გადაწყვეტილება, გავათავისუფლოთ საოლქო სამხედრო კომისარიატების ყველა ხელმძღვანელი, სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმა იციან, რას ნიშნავს ომი
ვოლოდიმირ ზელენსკი - მივიღეთ გადაწყვეტილება, გავათავისუფლოთ საოლქო სამხედრო კომისარიატების ყველა ხელმძღვანელი, სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმა იციან, რას ნიშნავს ომი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საოლქო სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი გადაწყვეტილებაა, გავათავისუფლოთ საოლქო სამხედრო კომისარიატების ყველა ხელმძღვანელი. ამ სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რას ნიშნავს ომი და ომის დროს ცინიზმი თუ მექრთამეობა სახელმწიფოს ღალატია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელებად უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ და რომლებსაც ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წინა ხაზზე ყოფნა არ შეუძლიათ.

ცნობისთვის, 23 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა განკარგულება, შეიქმნას კომისია, რომელსაც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს და რომელიც უკრაინის ყველა რეგიონში სამხედრო კომისარიატების მუშაობას შეამოწმებს.