ვოლოდიმირ ზელენსკი - მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და იბრძვის უკრაინისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას დღეს ჩატარებული გენშტაბის სხდომის დეტალებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, განხილვის მთავარი თემები დონეცკის რაიონში, ბახმუტსა და სოლედარში მიმდინარე მოვლენები იყო.
„გენშტაბის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო სოლედარი, ბახმუტი, ზოგადად დონეცკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლა. განვიხილეთ, რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, როგორი გადაჯგუფება გვჭირდება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს დღეებში. ვისაუბრეთ იარაღის მიწოდებაზე, პარტნიორებთან არსებულ კომუნიკაციაზე. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება, ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.