უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე ოლენა ზელენსკა კანადაში ჩავიდნენ. მათ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დახვდათ.
კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ჯასტინ ტრუდო ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვდება, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით მიმართვა კანადის პარლამენტისთვის.
კანადაში ყოფნისას ზელენსკი ასევე ეწვევა ტორონტოს, სადაც კანადის ბიზნესლიდერებს შეხვდება, რათა გააძლიეროს კერძო სექტორის ინვესტიციები უკრაინისთვის.
„კანადა ურყევად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, რადგან ისინი იბრძვიან თავიანთი სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, ისევე როგორც ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, როგორებიცაა კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის პატივისცემა“, – აღნიშნულია ჯასტინ ტრუდოს განცხადებაში.