ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლიერი ვარ ჩვენი ყველა პარტნიორის, დაახლოებით 50 სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც საპარლამენტო ფორმატში გვეხმარებიან
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლიერი ვარ ჩვენი ყველა პარტნიორის, დაახლოებით 50 სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც საპარლამენტო ფორმატში გვეხმარებიან

დროის გაჩერება შეუძლებელია, ზამთარი მოდის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კიევი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება.

„ძალიან აქტიური დღე იყო დიპლომატიური მიმართულებით. დილით ბერლინის კონფერენციას მივმართე, რომელიც ჩვენი ქვეყნის აღდგენასა და მოდერნიზაციას ეძღვნებოდა. ეს შვეიცარიის შემდეგ უკვე მეორე ასეთი ღონისძიებაა. მადლობას ვუხდი გერმანიისა და ევროკომისიის პრეზიდენტებს. ველოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. დროის გაჩერება შეუძლებელია, ზამთარი კი მოდის​“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზეც და აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების მადლიერია.

„ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ ყირიმს. ჩვენი სახელმწიფოს ამ ნაწილს დავაბრუნებთ არა მხოლოდ უკრაინის სივრცეში, არამედ ევროპულში. დღეს ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. მადლიერი ვარ ჩვენი ყველა პარტნიორის, დაახლოებით 50 სახელმწიფოზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე ვსაუბრობ, რომლებიც საპარლამენტო ფორმატში გვეხმარებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.