უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიაში ჩავიდა. ზელენსკის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში დახვდა. მოგვიანებით ზელენსკი ლატვიელ კოლეგას შეხვდა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს.
„არ უნდა დავუშვათ, რომ კონფლიქტი გაიყინოს, რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, მოემზადოს ძლიერი კონტრშეტევისთვის – ერთ წელიწადში, ორში, სამში, ხუთში. მანამდე ომი უნდა დასრულდეს. მათ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, გაზარდონ თავიანთი წარმოება, გაყინონ კონფლიქტი ამ წელს, რათა მათმა სამხედროებმა შეძლონ ძლიერად მომზადება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვასა და ესტონეთშიც იმყოფებოდა. ესტონეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტალინი 2027 წლამდე უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს.