ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევი აშშ-ის პრეზიდენტს მასპინძლობს, ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერის უკიდურესად მნიშვნელოვანი დადასტურებაა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევი აშშ-ის პრეზიდენტს მასპინძლობს, ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერის უკიდურესად მნიშვნელოვანი დადასტურებაა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ჯო ბაიდენის ჩასვლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ჩასვლა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

„კიევი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მასპინძლობს. თქვენი ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერის უკიდურესად მნიშვნელოვანი დადასტურებაა ყველა უკრაინელისთვის“, – წერს ზელენსკი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენი კიევში პირველად ჩავიდა.

დღეს უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებოდნენ, თუმცა მისი ვინაობა არ დააკონკრეტეს. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, რკინიგზა, ასევე ამერიკის საელჩოს ტერიტორია.