ვოლოდიმირ ზელენსკი კიევ-პეჩერის ლავრის გარშემო არსებულ ვითარებას ეხმაურება - დღეს გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სულიერი დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევ-პეჩერის ლავრის გარშემო არსებულ ვითარებას ვიდეომიმართვაში ეხმაურება.
„დღეს გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სულიერი დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ, ჩვენი საზოგადოების დაცვისკენ ძველი და ცინიკური მოსკოვური მანიპულაციებისგან. უკრაინა არის რელიგიური თავისუფლების უდიდესი ტერიტორია ევროპის ჩვენს ნაწილში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმებას ვადა დღეს ამოეწურა. თუმცა, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ლავრიდან გასვლას არ აპირებს და გამოსახლების გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.