ვოლოდიმირ ზელენსკი - კიდევ რამდენ ხანს აპირებს მსოფლიო თანამონაწილეობას, ტერორის იგნორირებას, დაუყოვნებლივ დახურეთ ცა, თქვენ ფლობთ ძალაუფლებას, თუმცა როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლში სამშობიარო სახლსა და ბავშვთა ჰოსპიტალზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და ვიდეოკადრებს ავრცელებს.
„მარიუპოლი. რუსული შეიარაღებული ძალების პირდაპირი თავდასხმა სამშობიაროზე. ხალხი ნანგრევების ქვეშ არის. ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან. ეს სისასტიკეა! კიდევ რამდენ ხანს აპირებს მსოფლიო თანამონაწილეობას, ტერორის იგნორირებას? დახურეთ ცა დაუყოვნებლივ! შეაჩერეთ მკვლელობები დაუყოვნებლივ! თქვენ ფლობთ ძალაუფლებას, თუმცა როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ“, – წერს ზელენსკი.
მარიუპოლში საოკუპაციო ძალებმა სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს. მედიის ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.