ვოლოდიმირ ზელენსკი - კახოვკაში კაშხლის განადგურება ადასტურებს, რომ რუსი ტერორისტები უნდა იყვნენ გაძევებული უკრაინული მიწიდან, უკრაინას ვერც წყლით და ვერც რაკეტებით ვერ შეაჩერებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - კახოვკაში კაშხლის განადგურება ადასტურებს, რომ რუსი ტერორისტები უნდა იყვნენ გაძევებული უკრაინული მიწიდან, უკრაინას ვერც წყლით და ვერც რაკეტებით ვერ შეაჩერებენ

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მთელი მსოფლიოსთვის მხოლოდ ადასტურებს, რომ რუსი ტერორისტები უნდა იყვნენ გაძევებული უკრაინული მიწის ყოველი კუთხიდან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას ვერც წყლით და ვერც რაკეტებით.

„რუსი ტერორისტები. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებ მთელი მსოფლიოსთვის მხოლოდ ადასტურებს, რომ ისინი უნდა იქნან გაძევებული უკრაინული მიწის ყოველი კუთხიდან. არც ერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ მათ, რადგან თითოეულ მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება აღადგენს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება დადგება. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას ვერც წყლით, ვერც რაკეტებითა ან სხვა რამით“, – წერს ზელენსკი.

ზელენსკის ცნობით, მან კაშხლის აფეთქების გამო ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია. მისი ცნობით, ყველა სამსახური მუშაობს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.