ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის მიერ „პრეზიდენტ პუტინად“ მოხსენიებას უწოდებს შეცდომას, რომლის დავიწყებაც შეიძლება
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის მიერ „პრეზიდენტ პუტინად“ მოხსენიებას უწოდებს შეცდომას, რომლის დავიწყებაც შეიძლება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ „პრეზიდენტ პუტინად“ მოხსენიებას უწოდა შეცდომა, რომლის დავიწყებაც შეიძლება.

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი შეცდომით „პრეზიდენტ პუტინად“ ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე წარადგინა.

„ეს შეცდომაა. ვფიქრობ, რომ აშშ-მა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელებს. ჩვენ შეგვიძლია, დავივიწყოთ ზოგიერთი შეცდომა, ასე ვფიქრობ“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან, საიმონ ჰარისთან შეხვედრისას.