ვოლოდიმირ ზელენსკი - ისრაელის პრემიერთან საუბრისას განვიხილეთ ომის დასრულების გზები, მადლობა გადავუხადე მედიაციის ძალისხმევისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - ისრაელის პრემიერთან საუბრისას განვიხილეთ ომის დასრულების გზები, მადლობა გადავუხადე მედიაციის ძალისხმევისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის მედიაციაში ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.

აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ვესაუბრე ნაფტალი ბენეტის. მადლობა გადავუხადე ისრაელის მედიაციის ძალისხმევისთვის. განვიხილეთ ომისა და ძალადობის დასრულების გზები“, – წერს ზელენსკი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი უკრაინაში ომის საკითხზე სასაუბროდ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეწვია, შემდეგ კი ბერლინში ჩავიდა და კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა.