ვოლოდიმირ ზელენსკი – ისრაელის პრემიერთან საუბრისას განვიხილეთ ომის დასრულების გზები, მადლობა გადავუხადე მედიაციის ძალისხმევისთვის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის მედიაციაში ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.
აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ვესაუბრე ნაფტალი ბენეტის. მადლობა გადავუხადე ისრაელის მედიაციის ძალისხმევისთვის. განვიხილეთ ომისა და ძალადობის დასრულების გზები“, – წერს ზელენსკი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი უკრაინაში ომის საკითხზე სასაუბროდ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეწვია, შემდეგ კი ბერლინში ჩავიდა და კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა.
Talked to @naftalibennett. Thanked for Israel’s mediation efforts. Discussed ways to end the war and violence.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 8, 2022