ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს ჯო ბაიდენს უკრაინელი სამხედროებისთვის შორ მანძილზე მოქმედი ATACMS სისტემების გადაცემის შესახებ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს ჯო ბაიდენს უკრაინელი სამხედროებისთვის შორ მანძილზე მოქმედი ATACMS სისტემების გადაცემის შესახებ. ამის შესახებ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„იმედი მაქვს, პრეზიდენტ ბაიდენს დაველაპარაკები. მისი აზრი და მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მას შეუძლია, ომის ეს გვერდი შეცვალოს. მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა HIMARS-თან ერთად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არ არის მისი პირველი მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯო ბაიდენთან.
„ჩვენ წინ მივდივართ. იმედია, მათ შემოდგომაზე მივიღებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შევჩერდეთ ამ კონტრშეტევაში“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მალე მიიღებს გადაწყვეტილების ATACMS რაკეტების უკრაინაში გადაცემის შესახებ.
როგორც ცნობილია, კიევი უკვე დიდი ხანია, სთხოვს შეერთებულ შტატებს ATACMS რაკეტებს.