ვოლოდიმირ ზელენსკი - გავუძელით და მტრის თავდასხმებს წარმატებით ვიგერიებთ, კიევსა და დედაქალაქის ირგვლივ საკვანძო ქალაქებს ჩვენი არმია აკონტროლებს
შემიძლია, ეს მიმართვა კარგი ახალი ამბით დავიწყო: ჩვენ გავუძელით და მტრის თავდასხმებს წარმატებით ვიგერიებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი მორიგ მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, კიევსა და დედაქალაქის ირგვლივ საკვანძო ქალაქებს უკრაინული არმია აკონტროლებს.
„ოკუპანტებს სურდათ ჩვენი სახელმწიფოს ცენტრის დაბლოკვა და აქ საკუთარი მარიონეტების განთავსება, როგორც დონეცკში. ჩვენ ჩავშალეთ მათი გეგმა. მათ ჩვენზე ვერანაირი უპირატესობა ვერ მოიპოვეს. ჩვენს ქუჩებში, კიევის ცაზე, ვასილკოვში, ვიშგოროდში მიმდინარეობს ბრძოლა კიევისთვის. მტერმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა ყველაფერი: რაკეტები, გამანადგურებლებები, უპილოტოები, არტილერია, დივერსანტები, დესანტი. ოკუპანტები უტევენ საცხოვრებელ უბნებს. ცდილობენ, ენერგოობიექტების განადგურებას. ძალიან მზაკვრული ტაქტიკაა აქვთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.