ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთი კვირა დარჩა ნატო-ს სამიტამდე, პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ვილნიუსში ჩვენმა საერთო უსაფრთხოებამ გაიმარჯვოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთი კვირა დარჩა ნატო-ს სამიტამდე, პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ვილნიუსში ჩვენმა საერთო უსაფრთხოებამ გაიმარჯვოს

ზუსტად ერთი კვირა დარჩა ვილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის საკვანძო დღემდე. ეს ნიშნავს ერთ კვირას ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკვანძო მომენტამდე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ვილნიუსში ჩვენმა საერთო უსაფრთხოებამ გაიმარჯვოს. ეს ყველაფერი ჩვენს პარტნიორებზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ უკრაინის ქალაქებში თავშესაფრების ხელმისაწვდომობის საკითხზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ამდენი ხნის შემდეგაც უკრაინის სხვადასხვა ქალაქში თავშესაფრების ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა. სახელმწიფო არ მოითმენს ასეთ უმოქმედობას. ეს არის ადგილობრივი ლიდერების პასუხისმგებლობა. ქვეყნის ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს რესურსი თავშესაფრების ასაშენებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მიმართვის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ გმირებს, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ყველა ქვედანაყოფს.