ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ვკითხე პირდაპირ, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ, ჩვენ კი არაფრის გვეშინია, არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის
დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ვკითხე პირდაპირ, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ, ჩვენ კი არაფრის გვეშინია, არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიმართა.
„დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია. არ მპასუხობენ. ჩვენ კი არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის. ყველაფერზე საუბრის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთოხოების გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე (ჩვენ ხომ ახლა არ ვართ ნატო-ს წევრი) მაგრამ ჩვენ რა გარანტიები გვექნება?“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ჯარმა დღეს ბევრი რამ გააკეთა. მისივე განცხადებით, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 137 ადამიანი, დაჭრილია 316.