ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს რაც გვესმის, არის ის, რომ ნატო-ში მიწვევა გვექნება, როდესაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას მოგვცემს, მე ვიბრძოლებ უსაფრთხოების გარანტიებისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს რაც გვესმის, არის ის, რომ ნატო-ში მიწვევა გვექნება, როდესაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას მოგვცემს, მე ვიბრძოლებ უსაფრთხოების გარანტიებისთვის

დღეს რაც გვესმის, არის ის, რომ ნატო-ში მიწვევა გვექნება, როდესაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მეორე დღის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ევროპელ ლიდერებთან დღეს ისაუბრებს და იბრძოლებს უსაფრთხოების გარანტიებისთვის უკრაინისთვის ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.

„დღეს ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს სამი პრიორიტეტული შეკითხვა. პირველი არის შეიარაღების ახალი პაკეტები ჩვენი არმიის მხარდასაჭერად ბრძოლის ველზე; მეორე საკითხი არის, ჩემი აზრით, უკრაინის ნატო-ში მიწვევა და რაც დღეს გვესმის, არის, რომ ჩვენ ეს მიწვევა გვექნება, როდესაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას მოგვცემს. მინდა ამ საკითხების პარტნიორებთან განხილვა. მე ვისაუბრებ და ვიბრძოლებ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისთვის, ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.