ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ რამდენი რუსული შეტევაც არ უნდა განხორციელდეს, ვერაფერს მოუტანს მტერს, ჩვენ დავიცავთ თავისუფლებას უკრაინისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ რამდენი რუსული შეტევაც არ უნდა განხორციელდეს, ვერაფერს მოუტანს მტერს, ჩვენ დავიცავთ თავისუფლებას უკრაინისთვის

დღეს ჩვენს ქვეყანაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა „კინჟალისა“ და „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსი სამხედროების სამიზნე ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის რეგიონში უკრაინული თვითმფრინავის ძრავების მწარმოებელი ქარხანა იყო.

„ზოგიერთი რაკეტა ჩამოაგდეს, ამისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი საჰაერო თავდაცვის მეომრებს, მაგრამ რამდენი ასეთი რუსული შეტევაც არ უნდა განხორციელდეს, ეს მაინც ვერაფერს მოუტანს მტერს. ჩვენ დავიცავთ თავისუფლებას უკრაინისთვის, ჩვენი ხალხისთვის. რუსეთი ვერ შეძლებს საერთაშორისო სამართლის ჩანაცვლებას ტერორით, კრიზისებით ან დაშინებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიასა და ლიეტუვას უსაფრთხოების ახალი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალ კვირას უკრაინა ახალ გადაწყვეტილებებსა და დახმარების ახალ პაკეტებს ელოდება.