ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენმა პარტნიორებმა, თუ მზად არ არიან უკრაინის ნატო-ში მისაღებად, რადგან რუსეთს ეს არ სურს, უნდა შეიმუშაონ უსაფრთხოების საერთო გარანტიები უკრაინისთვის
ჩვენმაი პარტნიორებმა, თუ მზად არ არიან უკრაინის ნატო-ში მისაღებად, რადგან რუსეთს არ სურს ეს, უნდა შეიმუშაონ უსაფრთხოების საერთო გარანტიები უკრაინისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააგენტო „როიტერისა“ და ტელეკომპანია „სიენენისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-ს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებისკენ მოუწოდა.
„ჩვენი პარტნიორები, თუ ისინი არ არიან მზად, მიიღონ უკრაინა ნატო-ში, რადგან რუსეთს არ სურს, რომ უკრაინა იყოს ნატო-ში, უნდა შეიმუშაონ უსაფრთხოების საერთო გარანტიები უკრაინისთვის. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას, ჩვენი საზღვრების დაცვას, ყველა ჩვენს მეზობელთან განსაკუთრებულ ურთიერთობებს, ჩვენს სრულ უსაფრთხოებას და იმას, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტორები ამას იურიდიულად უზრუნველყოფენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.