ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება
ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტს, რუმენ რადევსა და პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი დენკოვს შეხვდება.

ზელენსკის თქმით, განსახილველ ძირითად თემებს შორის თავდაცვის სფეროში მხარდაჭერა, უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს სამიტი, უსაფრთხოების გარანტიები და „მშვიდობის ფორმულის“ რეალიზაცია იქნება.

ომის დაწყების შემდეგ ეს ბულგარეთში ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტია.