ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ვიზიტის შემდეგ ჩეხეთში გაემგზავრა
ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ვიზიტის შემდეგ ჩეხეთში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ვიზიტის შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პრაღაში მოლაპარაკებებს ჩეხეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს. ასევე, შეხვედრა ჩანიშნულია მედიის წარმომადგენლებთანაც.

„მთავარი აქცენტი გაკეთდება თავდაცვით მხარდაჭერაზე, უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ვითარებაზე, „სამშვიდობო ფორმულის“ განხორციელებაზე, უკრაინის აღდგენაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

2019 წლის საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტია ჩეხეთში.