ვოლოდიმირ ზელენსკი - აუცილებელია, ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის განისაზღვროს კონკრეტული ვადები რუსული ენერგორესურსების გამოყენების შეზღუდვისთვის​
ვოლოდიმირ ზელენსკი - აუცილებელია, ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის განისაზღვროს კონკრეტული ვადები რუსული ენერგორესურსების გამოყენების შეზღუდვისთვის​

აუცილებელია, ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის განისაზღვროს კონკრეტული ვადები რუსული ენერგორესურსების გამოყენების შეზღუდვისთვის​. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ლიეტუვის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის რეაქცია რუსეთის აგრესიაზე ძლიერი უნდა იყოს და არ არის საჭირო სანქციების მეექვსე, მეშვიდე ან მეათე პაკეტის შემუშავების ლოდინი.

პრეზიდენტის განცხადებით, მეექვსე პაკეტში შეტანილი უნდა იყოს ნავთობი და სანქციები უნდა დაწესდეს ყველა რუსულ ბანკზე.

„საბოლოოდ, კონკრეტული ვადები უნდა განისაზღვროს ევროკავშირის თითოეული სახელმწიფოსთვის, რათა რეალურად უარი თქვას ან მნიშვნელოვნად შეზღუდოს რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება. მხოლოდ ამ გზით რუსეთის ხელმძღვანელობა მივა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია რეალური მშვიდობის ძიება, რომ ომი, პირველ რიგში, კატასტროფაა მათთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.