ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ში დაგეგმილ არჩევნებს შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინის მხარდაჭერაზე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ არჩევნებს შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინის მხარდაჭერაზე.
ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა „ყირიმის პლატფორმის“ რიგით მესამე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
„ცხადია, ჩვენ გვექნება რთული წელი. ეს არის ელექტორალური შეჯიბრის წელი, არჩევნების წელი. ეს, რა თქმა უნდა, იქონიებს გავლენას უკრაინის მხარდაჭერაზე. ამას შეიძლება, ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენაც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა არ შემცირდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.