ვოლოდიმირ ზელენსკი - არ გვეშინია რუსეთთან საუბრის, ყველაფერზე საუბრის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებსა და ნეიტრალიტეტზე, მაგრამ ჩვენ რა გარანტიები გვექნება?
ვოლოდიმირ ზელენსკი - არ გვეშინია რუსეთთან საუბრის, ყველაფერზე საუბრის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებსა და ნეიტრალიტეტზე, მაგრამ ჩვენ რა გარანტიები გვექნება?

არ გვეშინია რუსეთთან საუბრის, ყველაფერზე საუბრის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებსა და ნეიტრალიტეტზე, მაგრამ ჩვენ რა გარანტიები გვექნება?, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიმართა.

„დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია. არ მპასუხობენ. ჩვენ კი არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის. ყველაფერზე საუბრის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე (ჩვენ ხომ ახლა არ ვართ ნატო-ს წევრი) მაგრამ ჩვენ რა გარანტიები გვექნება?“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.