ვოლოდიმირ ზელენსკი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. შეხვედრა ათენში გაიმართა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების არაფორმალური სამიტი მიმდინარეობს.

ზელენსკით თქმით, მან სერბეთის სახელმწიფოს მეთაურთან ღია, გულწრფელი და ნაყოფიერი შეხვედრა გამართა.

„გვქონდა კარგი საუბარი გაერო-ს წესდების პატივისცემისა და საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ, ჩვენი ხალხების საერთო მომავალზე საერთო ევროპულ სახლში. ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში ეს ჩვენი ორმხრივი ინტერესია“,  – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ, უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნით, ზელენსკის შეხვდება.

„მე მექნება მასთან ორმხრივი შეხვედრა, ამიტომ დავჯდები და პირადად ვისაუბრებ ზელენსკისთან ყველაფერზე, რაც ბოლო დროს მოხდა კოსოვოს რესპუბლიკის გარშემო, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება-არაღიარებაზე და ყველა სხვა საკითხზე“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.