ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები ჯერ არ მიუღია
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები ჯერ არ მიუღია

უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები არ მიუღია, – უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ ტელეკომპანია „ბიეფემტივისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ფაქტობრივად, ჩვენ არ გვყავს სამხედრო თვითმფრინავები, ჯერ არც ერთი თვითმფრინავი არ მოუწოდებიათ. ჯერჯერობით გვაქვს ის, რაც გვაქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პარტნიორებისგან დაპირებული სამხედრო ტექნიკის მიღების სავარაუდო თარიღებთან დაკავშირებით, ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა: „გვაქვს თარიღები, გვაქვს გარანტიები, მაგრამ ჩვენ ჯერ გვინდა, მივიღოთ, შემდეგ კი მადლობელი ვიქნებით“.