ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, კარიმ ხანთან რუსი ოფიციალური პირების დაკავების ორდერების აღსრულების საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა რუსი ოფიციალური პირების დაკავების ორდერების აღსრულების საკითხი განიხილეს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კარიმ ხანთან შეხვედრისას განიხილეს, თუ როგორ უნდა მოხდეს სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი რუსი ოფიციალური პირების დაკავების ორდერების აღსრულება.
„ძალიან მნიშვნელოვანია რომის სტატუტის დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსი სამხედრო დამნაშავეების დაკავების ორდერებზე არ იყოს იგნორირებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რამდენიმე რუსი ოფიციალური პირის დაკავების ორდერები გასცა, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის.