ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „საშინელი აზრია“, თუ ჯო ბაიდენი უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ მხარდაჭერას არ აპირებს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „საშინელი აზრია“, თუ ჯო ბაიდენი უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ მხარდაჭერას არ აპირებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „საშინელი აზრია“, თუ ჯო ბაიდენი უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ მხარდაჭერას არ აპირებს, რადგან, ზელენსკის განმარტებით, ეს გამოიწვევს ხანგრძლივ ომს დაღუპულთა დიდი რაოდენობით.

ამ განცხადებით უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ გამოცემა The New Yorker-თან ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „გამარჯვების გეგმა“ ბაიდენის მხარდაჭერის გათვალისწინებით არის შემუშავებული.

„მას თუ არ სურს გეგმის მხარდაჭერა, ვერ ვაიძულებ ამის გაკეთებას. თუ უარს ამბობს – კარგი, მაშინ ჩვენ უნდა განვაგრძოთ ცხოვრება გეგმა ბ-ს მიხედვით და ეს სამწუხაროა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ განმარტა, გეგმა ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც გააძლიერებს უკრაინას ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის განმავლობაში და შესაძლებელს გახდის ომის დიპლომატიურად დასრულებას.

„ძლიერი უკრაინა აიძულებს პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – აღნიშა უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ზელენსკი გეგმის დეტალურ ვერსიას ბაიდენს ვაშინგტონში 26 სექტემბერს წარუდგენს. უკრაინის პრეზიდენტი აპირებს, გეგმა გააცნოს ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს.