ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა არასაკმარისია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა არასაკმარისია. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მაისში პუტინმა სცადა ომის გაფართოება ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ახალი შეტევის წამოწყებით. ჩვენი ხალხის სიმამაცისა და თქვენი, ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებების წყალობით, ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შეტევა. თუმცა რუსეთის ამ ახალმა შეტევამ დაადასტურა, რომ ომის დაწყებასთან დაკავშირებით რუსეთზე დაწესებული ზეწოლა არ არის საკმარისი და ახლა ჩვენ ვხდავთ, როგორ იწყება რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების მოხსნა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს და გავაძლიეროთ სანქციები, რადგან პუტინის რეჟიმი ეყრდნობა ასეთ ფინანსებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის სასამართლომ ლუქსემბურგში დააკმაყოფილა რუსი მილიარდერის, დმიტრი პუმპიანსკის სარჩელი, რომელიც საკუთარი თავისა და მეუღლისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნას ითხოვდა.