ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების თაობაზე მისთვის არავის მიუმართავს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების თაობაზე მისთვის არავის მიუმართავს, – ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ არ გამოგვიყენებია დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთზე თავდასხმისთვის არ ემზადება და არ აპირებს არცერთი სხვა სახელმწიფოს მიწის დაპყრობას.
„ყველაფერი ეს მოქმედებს ჩვენს მიმართ დამოკიდებულებაზე, როგორც ნატო-ს მომავალი წევრის და მომავალი ცივილიზებული სახელმწიფოსადმი. ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა თუ გვსურს, შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რამდენიმე დღის წინ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ განაცხადა, რომ მიმართავს უკრაინას და მოითხოვს განმარტებას იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ ბელგიური იარაღი რუსეთის დასავლეთ საზღვარზე იყო გამოყენებული.