ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესის დასაცავად საჭიროა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები „პეტრიოტი“ და SAMP/T
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოდესის დასაცავად საჭიროა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები „პეტრიოტი“ და SAMP/T, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან, ლეო ვარადაკართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს არსებობს ორი სისტემა. მე მოვილაპარაკე პრეზიდენტ მაკრონთან და პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან, როდესაც მივიღეთ SAMP/T ტიპის სისტემები. ახლა არ დავასახელებ, სად არის ეს სისტემები, მაგრამ ისინი მშვენივრად მუშაობენ. ჩვენ რომ გვქონოდა დამატებით ასეთივე სისტემები, მაშინ ისინი დაიცავდნენ ოდესის ინფრასტრუქტურას, და არა მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურას. ასევე, არის „პეტრიოტის“ სისტემები. იცით, თუ ვინ მოგვცა ეს სისტემები, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ საკმარისი არ არის, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა დავიცვათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
19 ივლისს, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 30 ფრთოსანი რაკეტა ისროლა და გაუშვა 32 დრონი. დარტყმის მთავარი სამიზნე ოდესა იყო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 14 რაკეტა და 32-ვე დრონი.