ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესაში რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშისას არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესაში რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშისას არიან დაღუპულები და დაჭრილები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესაში მისი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ყოფნისას რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშისას არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ზელენსკიმ ეს განცხადება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ვიდეო ოდესის ადგილობრივმა ტელეკომპანიამ გაავრცელა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან მის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე განახორციელა.

მანამდე ბერძნულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა იმ ადგილის სიახლოვეს ჩამოვარდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა. ბერძენი ჟურნალისტების ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი რაკეტის დაცემის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა.

ბერძნული მედიის ცნობით, ზელენსკისა და მიცოტაკისის შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა.