ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების მხრიდან 50 ათასი რუსი სამხედროს შეკავების ოპერაცია მიმდინარეობს - ვაფასებთ ყველა ჩვენი მეომრის სიმამაცეს
კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების მხრიდან 50 ათასი რუსი სამხედროს შეკავების ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, სწორედ კურსკის ოპერაციის წყალობით რუსები ვერ განახორციელებენ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე თავდასხმებს.
„იქ ჩვენი ბიჭები აკავებენ რუსული ჯარების საკმაოდ მნიშვნელოვან დაჯგუფებას – საოკუპაციო არმიის პირადი შემადგენლობის 50 ათასს წევრს, რომლებიც კურსკის ოპერაციის წყალობით ვერ გაიგზავნებიან რუსეთის დარტყმების სხვა მიმართულებებზე. ძალიან ვაფასებთ ყველა ჩვენი მეომრის, თითოეული ქვედანაყოფის სიმამაცეს, რომელიც ჩართულია ამ ბრძოლებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.