ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ლიმანი სრულად არის გათავისუფლებული
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ლიმანი სრულად არის გათავისუფლებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ლიმანი სრულად არის გათავისუფლებული. უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის არმიის სამხედროებს ქალაქის გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში მომდევნო კვირებში სხვა დასახლებული პუნქტებიც გათავისუფლდება.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ლიმანის შემდეგ უკრაინის არმია ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიას შეუტევს, შემდეგ კი ჯარებს შეუძლიათ გადაადგილდნენ ქალაქების სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, რუბიჟნოეს „სამკუთხედისკენ“.