ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტისგან უკრაინული შავი ზღვის მარცვლეულის მხარდასაჭერი სიტყვები მოისმინა
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტისგან უკრაინული შავი ზღვის მარცვლეულის მხარდასაჭერი სიტყვები მოისმინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვის დროს განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისგან უკრაინული შავი ზღვის მარცვლეულის მხარდასაჭერი სიტყვები მოისმინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთს იგივე შეხედულება აქვს ნაოსნობისა და ვაჭრობის თავისუფლებაზე, როგორიც ჩვენ. ვაცნობე ჩინეთის პრეზიდენტს ჩვენი ძალისხმევის შესახებ საზღვაო სურსათის ექსპორტის აღდგენის შესახებ და მოვისმინე მხარდაჭერის სიტყვები ჩვენ მიმართ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაზე, მის გაფართოებაზე და ასევე ჩვენი ჰუმანიტარული ძალისხმევის მხარდაჭერაზე, კერძოდ, პროგრამაზე „მარცვლეული უკრაინიდან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა და ჩინეთი, ისევე როგორც მსოფლიოს აბსოლუტური უმრავლესობა, ერთნაირად დაინტერესებული არიან ერთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სიძლიერით, უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვით და, განსაკუთრებით, ბირთვული საფრთხეების დაუშვებლობით.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა და ჩინეთი თანაბრად არიან დაინტერესებული, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ვითარება საბოლოოდ და სრულად მოგვარდეს, რომ ატომური ელექტროსადგურები აღარასოდეს გამოიყენონ სამხედრო მიზნებისთვის.

საუბრის ბოლოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სი ძინპინთან საუბარი იყო გრძელი და საკმაოდ რაციონალური, რაც „ხსნის შესაძლებლობებს“ და, მისივე თქმით, ისინი კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.