ვოლგოგრადში მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა, არიან დაშავებულები
ვოლგოგრადში მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა, არიან დაშავებულები

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან 30 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 15 მათგანი ბავშვია.

გავრცელებული ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ამკრძალავი ნიშანი არ გაითვალისწინა და ლიანდაგის გადაკვეთას შეეცადა, რა დროსაც მატარებელი შეეჯახა.