ვოლგოგრადში მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა
ვოლგოგრადში მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა

ვოლგოგრადში მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ამჟამად ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ცეცხლი 300 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე გავრცელდა.

ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძარი საწარმოში დრონის ჩამოვადნის შედეგად გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკა“ რუსეთის სამხრეთის ფედერალურ ოლქში ნავთოპროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის თავზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდეს. უწყების მტკიცებით, კიდევ ოთხი დრონი ჩამოგდებულია ბელგოროდის ოლქში, ერთი კი – როსტოვის.