ვოლფგანგ ჰერმანი - მეამაყება, რომ აქ ვარ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებაში ვმონაწილეობ
ვოლფგანგ ჰერმანი - მეამაყება, რომ აქ ვარ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებაში ვმონაწილეობ

მეამაყება, რომ აქ ვარ და ახალი უნივერსიტეტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის – დაფუძნებაში ვმონაწილეობ, – ამის შესახებ განაცხადა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ვოლფგანგ ჰერმანმა, რომელიც დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტად დაასახელეს.

როგორც ვოლფგანგ ჰერმანმა აღნიშნა, დღეს საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნიერო ურთიერთობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საერთაშორისო და დისციპლინათშორისი უნივერსიტეტი უნდა იყოს, რადგან ჩვენს დროში მიმზიდველი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსა და ცხადია, განსაკუთრებით ამ რეგიონის ახალგაზრდობისათვის“, – განაცხადა ჰერმანმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს. უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

პრეზენტაციას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.