ამერიკელი მომღერალი ბიონსე პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელმაც მოდის ბიბლიად წოდებული „ვოგის“ სექტემბრის ნომრის ყდა მეორედ დაამშვენა, ხოლო ტაილერ მიტჩელი პირველი აფრო-ამერიკელი ფოტოგრაფი, რომელმაც „ვოგის“ 126 წლიან ისტორიაში, ყდისთვის ფოტო გადაიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „ვოგი“ ავრცელებს.
თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვოგმა ბიონსეს მიანიჭა ფოტოგრაფის შერჩევის უფლება და „უპრეცედენტო კონტროლი”, სიმართლე არ აღმოჩნდა.
BOF-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ჟურნალის ლეგენდარულმა რედაქტორმა, ანა ვინტურმა განაცხადა, რომ ფოტოგრაფიც და მთლიანად კონცეფცია „ვოგის“ გუნდმა შეარჩია.