ვლადისლავ სურკოვისა და კურტ ვოლკერის მორიგი შეხვედრა 2018 წლის დასაწყისში გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აცხადებს, რომ მას უკრიანის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კურტ ვოლკერთან მორიგი შეხვედრა მომავალი წლის დასაწყისში ექნება.
როგორც მან სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, შეხვედრაზე კვლავ უკრაინაში გაერო-ს მისიის განთავსებაზე იმსჯელებენ.
სურკოვის თქმით, საჭიროა, ამ საკითხზე რუსეთის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოში წარდგენილი რეზოლუციის დამტკიცება და არა განხილვა.
„ჩვენი ქვეყანა ყველაზე ეფექტიანი მშვიდობისმყოფელია. ეს აშკარაა. სწორედ რუსეთმა შეაჩერა უკრაინაში ფართომასშტაბური სამოქალაქო ომი“, -აღნიშნა ვლადისლავ სურკოვმა ინტერვიუში.
ამასთან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს კურტ ვოლკერის პატივისცემით ეპყრობა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ გამოცემა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ მასსა და ვლადისლავ სურკოვს შორის 13 ნოემბერს გამართული ბოლო შეხვედრა უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.