ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს
უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე ელენა ზელენსკა ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზითაა ჰოსპიტალიზებული.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
შეგახსენებთ, უკრაინის პირველ ლედის გასულ კვირას კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ის შინ, იზოლაციაში იმყოფებოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ელენა ზელენსკას მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.