ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, კორონავირუსზე სრულად აცრილი ყველა მოქალაქე სახელმწიფოსგან ათას გრივნას მიიღებს
ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, კორონავირუსზე სრულად აცრილი ყველა მოქალაქე სახელმწიფოსგან ათას გრივნას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, კორონავირუსზე სრულად აცრილი ყველა მოქალაქე სახელმწიფოსგან ათას გრივნას (38 დოლარს) მიიღებს. ამის შესახებ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ყველა, ვინც გაიკეთა ორი აცრა, შეძლებს ათასი გრივნის მიღებას“, -აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც პრეზიდენტმა მიმართვაში აღნიშნა, პროგრამა 19 დეკემბრიდან ამოქმედდება და მისთვის ბიუჯეტიდან წლის ბოლომდე 3 მილიარდი გრივნის გამოყოფა იგეგმება, ამდენივეს 2022 წლის დასაწყისში გამოყოფენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ბოლო პერიდოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 10 802 ადამიანს, 442 ინფიცირებული გარდაიცვალა.