ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრ რუსნაკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში რუსნაკის გათავისუფლების მიზეზები განმარტებული არ არის.

ზელენსკიმ რუსნაკი კონტრდაზვერვის უფროსად 2019 წლის სექტემბერში დანიშნა, 2020 წელს კი, მას გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების მიერ მოქმედებების მზადების საქმეს იძიებს. 26 ნოემბერს გამართული პრესმარათონის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 1-2 დეკემბერს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინისა და რუსეთის გარკვეულ წარმომადგენლებს შორის განიხილებოდა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის შესაძლო მონაწილეობა.